Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირება თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამსახურებში

ცხადდება სტაჟირების კონკურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის:

  1. დეკანის აპარატში
  2. სტუდენტთა მომსახურების დეპარტამენტში
  3. ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში

 


სტაჟირების მიზანია იურიდიული ფაკულტეტის საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობის
უზრუნველყოფა, მათი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. გაეცანით ინფორმაციას და
თქვენთვის სასურველ სტაჟირებაზე განაცხადი გააკეთეთ მითითებულ სარეგისტრაციო
ელფოსტაზე.

 

 

  • მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა:

დეკანის აპარატში - 6 ადგილი

სტუდენტთა მომსახურების დეპარტამენტში - 2 ადგილი

ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში - 3 ადგილი

  • სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო (მე-2 კურსიდან) ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი
  • სტაჟირების ფორმატი: ჰიბრიდული (დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე)
  • სტაჟიორის ფუნქციები: დეპარტამენტების საქმიანობისა და მიმდინარე ამოცანების შესაბამისად
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
  •  სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი 
  •  დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელფოსტაზე უნდა გამოგზავნოს:

ა) CV (ბიოგრაფიული რეზიუმე)
ბ) სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე  

  • განაცხადები მიიღება ელფოსტაზე: irakli.leonidze@tsu.ge  

სათაურის ველში მიუთითეთ, თუ რომელ დეპარტამენტში გსურთ სტაჟირება

  •  განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 18 ნოემბრის ჩათვლით


კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.